კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისა და შემდგომი მოვლენების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 50-ზე მეტი დემონსტრანტი. საგანგებო მდგომარეობა კი 15 დღით გახანგრძლივდა. „ საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრული“- კონგრესის მიერ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასე გამოეხმაურა. იმის გამო, რომ ყველა სოციალურ პლატფორმაზე ტრამპის ანგარიში დაბლოკილია, მიმართვა მისი თანაშემწის ტვიტერის ანგარიშით გავრცელდა.