ხანძარი აფხაზეთში

06 იანვარი 2021, 20:01 1243 ნახვა

ხანძარს ებრძვიან ოკუპირებულ აფხაზეთშიც. გალში მოსახლეობის ევაკუაცია  გახდა საჭირო. ცეცხლი დაახლოებით 600 ჰექტარზე იყო გავრცელებული-ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა.  მათი ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძრის კერები რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გალის შემოგარენშია. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად  სამი  სახლი დაიწვა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი