ქუთაისში აკრძალვების მიუხედავად მოქალაქეებმა გარევაჭრობა განაახლეს 

04 იანვარი 2021, 15:52 1143 ნახვა

ქუთაისში ე.წ კეტჩის ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების მოვაჭრეებმა ტანსაცმელი ქუჩაში გაიტანეს. ჭავჭავაძის გამზირზე, ქუჩის გაყოლებაზე პროდუქცია დახლების გარდა ავტომობილებზეა განლაგებული. თვითდასაქმებულების თქმით, რეგულაციებმა ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, საბანკო ვალდებულების გასტუმრებას ვერ ახერხებენ. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამიტომ ხელისუფლებას სთხოვენ ერთი კვირით მუშაობის შესაძლებლობა მაინც მისცენ.

მოვაჭრეები მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს ინტესიურად აპროტესტებენ. კორონავირუსის გამო მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, ბაზრობები 28 ნოემბრიდან დაიხურა. სავაჭრო ცენტრები კი წინასაახალწლო პერიოდში რამდენიმე დღით გაიხსნა და 3 იანვრიდან ისევ დაიკეტა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი