მსჯელობა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე

04 იანვარი 2021, 12:30 1134 ნახვა

დღეიდან  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა  გაგრძელდება.  პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება.

ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არ მქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე, ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი