48 დღიანი პროტესტი მათ შორის 16 დღიანი შიმშილობა დასრულებულია. პარტია „სახე პლიუსის“ ხელმძღვანელი ედნარ ბაგრატიონი ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. პარტიის წევრებმა უმაღლესი საბჭოს მიმდებარედ სკვერში კარავი დაშალეს და ბანერიც ჩამოხსნეს.
მანამდე კი საქართველოს ხალხთა ერთობა - გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის - სახე პლიუსი ისევე როგორც სხვა პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი ამ დრომდე მოითხოვდნენ ცესკოს და უსკოს ხელმძღვანელების ცვლილებას და ხელახალ არჩევნებს. მოგვიანებით, კი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. პარტიის მოთხოვნები ამ დრომდე არდაკმაყოფილებულა. ამიტომაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. მანამდე კი ამომრჩევლებთან კარდაკარ შეხვედრებს გეგმავენ.