''ქართული ოცნების'' კანდიდატები შამილაძეების ოჯახს სტუმრობდნენ

23 ოქტომბერი 2016, 00:00 3771 ნახვა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შამილაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. ბათუმში, რურუას ქუჩაზე მცხოვრებ შამილაძეებს ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე ოჯახის მოთხოვნით ეწვივნენ. ისინი ერთ-ერთი წევრის, მაია შამილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს. ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ შამილაძეებს რეგიონში მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამები გააცნო. სურმანიძის ინფორმაციით, პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება და მასში უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ჩაერთვებიან.

ამავე კატეგორიაში