"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

27 დეკემბერი 2020, 15:40 1098 ნახვა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მსჯელობის მთავარი საკითხი ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტს ეხება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში