ზურაბ ჯაფარიძემ ახალი გირჩი ოფიციალურად დააფუძნა. დღეს მან ყრილობა გაიმართა, სადაც ახალი გირჩი შეიქმნა. პარტია დარეგისტრირდა სახელით მეტი თავისუფლება — გირჩი. ზურაბ ჯაფარიძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება. მისი თქმით, ეს პლატფორმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წინ წამოსწიონ.