საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა

25 დეკემბერი 2020, 17:45 955 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ  საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე. 

თეა ახვლედიანის თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი