ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებას ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს. ლევან ანთაძე ამბობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი ,,ქართული ოცნების“ რიგით მე-15 დეპუტატია და ოპოზიციისთვის მისი განცხადებები მეორე ხარისხოვანია.
ანთაძე არ გამორიცხავს, რომ იყო ზეწოლა, თუმცა ფიქრობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს მერკანტილურობამ მიაღებინა უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება.