აჭარაში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

22 დეკემბერი 2020, 11:04 1240 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გამოჯანმრთელდა 341 პაციენტი, ხოლო დღემდე COVID-19 დაამარცხა 29 005 პირმა. კლინიკა დატოვა 99-მა პაციენტმა.

უწყების ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 692 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმე პაციენტია 123, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 37 პირი. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 747 მოქალაქე რჩება. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 651 პირი, აჭარაში - 4 766, იმერეთში - 5 570. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი