პარტიების დაფინანსების წესი

21 დეკემბერი 2020, 18:08 1047 ნახვა

პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა. საკანონმდებლო ინიციატივა  ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან  არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით გააცდენენ  პლენარულ სხდომებს. ოპოზიცია მმართველი გუნდის ამ ინიციატივას პოლიტიკურ რეპრესიად  აფასებს.

სხვათაშორის ევროკავშირის ელჩიც გამოეხმაურა  კანონპროექტს რამდენიმე დღის წინ, რომელმაც განაცხადა,  რომ  ასეთ კანონებს ყველა სიფრთხილით უნდა მიუდგეს და გაიაზროს, თუ რას ნიშნავს ის პარტიებისა და საქართველოს მომავლისთვის.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი