ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო

17 დეკემბერი 2020, 13:54 836 ნახვა

საქართველოში ევროკავშრის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ექსპორტის პოტენციალი.

"ევროკავშირი საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში.რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ექსპორტის პოტენციალი"-აცხადებენ პროგრამის წარმოამდგენლები.

პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების  (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების)  ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების  გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას

პროგრამის წარმომადგენლების განცხადებით, მეოთხე ფაზის ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტული რეგიონები  მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

"ორი მიმართულებაა პრიორიტეტული: სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, რაც პრიორიტეტული იყო გაგრძელდება, მათ შორის LAG-ების ჩამოყალიბება და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. მეორე მიმართულება სურსათის უვნებლობა და სტანდარტებია, ექსპორტის გაზრდა ეს იქნება მეორე კომპონენტი სოფლის მეურნეობის კუთხით. აქცენტი გაკეთება პროდუქტის ხარისხის ამაღლებაზე, სურსათის უვნებლობასა და ექსპორტზე. თითო ფაზა დაახლოებით 4 წლიანია"-განაცხადა თამარ ხუნწარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში