ცესკოს განცხადება

22 ოქტომბერი 2016, 00:00 3006 ნახვა

არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე  მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალას  ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა. განცხადების თანახმად,  საარჩევნო ადმინისტრაციაში არცერთი მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი. ცესკოს მიაჩნია, რომ აუცილებელია თითოეული შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა, გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობისა და მონაწილე პირების ვინაობის დადგენა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მასალების შესწავლა,  ვიდეომასალების ავტორებს კი  მოუწოდებს ითანამშრომლონ შესაბამის უწყებებთან  და  წარმოადგინონ სრული, უწყვეტი ჩანაწერი  რეალობის დადგენისა და ადეკვატური რეაგირების მიზნით. სატელევიზიო კომენტარი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გაკეთებულა, თუმცა სატელეფონო საუბრისას ციალა შავაძემ განაცხადა რომ 46-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ ოლქს  თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.   

ამავე კატეგორიაში