ქუთაისში, კორონავირუსს კიდევ ერთი მედიკოსი ემსხვერპლა. 60 წლის რუსუდან ჯიქია მკურნალობის კურს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.
გინეკოლოგი რუსუდან ჯიქია ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში მუშაობდა. გინეკოლოგს COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგად გარდაიცვალა.