აჭარაში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 დეკემბერი 2020, 11:08 1034 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 68-პაციენტმა.

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში იმყოფება 866 პაციენტი, მათგან მძიმეა 150 მდგომარეობა, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 290, აჭარაში - 146.

ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი