შეტაკებები მთიან ყარაბაღში

13 დეკემბერი 2020, 20:15 1345 ნახვა

მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეუტერს- ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედროები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სამხედრო ნაწილებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე თავს დაესხნენ.

სომხეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ მათი ექვსი თანამშრომელი დაიჭრა, რაშიც აზერბაიჯანს ადანაშაულებენ.მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი