განზრახ მკვლელობის მცდელობასა და საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო 

09 დეკემბერი 2020, 11:09 1194 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით,  ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმედგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულებს 16 -16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გამოძიების ინფორმაციით, 31 იანვარს, ბათუმში, თურქეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ორი პირის ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ჯგუფურად, განახორციელეს მრავალჯერადი გასროლა ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. სამ თებერვალს ბათუმში დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი