ოპოზიციის შეკრება ლელოს ოფისში

08 დეკემბერი 2020, 18:02 1171 ნახვა

ოპოზიციის ლიდერები შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მისვლამდე ლელოს ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათი პოზიცია ურყევია, თუ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა, პარლამენტში ოპოზიციური არცერთი პარტია არ შევა.

ამბობენ, რომ შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება რა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას და ხელისუფლებამ ოპოზიციას. ცნობისთვის, მხარეებს შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი