სახალხო დამცველის განცხადება

21 ოქტომბერი 2016, 00:00 2902 ნახვა

,,შემაშფოთებელია არსებული რეალობა, როდესაც დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაშავება და გარდაცვალება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა”-  განცხადებას ამ შინაარსით სახალხო დამცველი ავრცელებს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.  უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ  სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლის წესით რეაგირება, რომელიც ეფექტური არ არის, ვერ ჩაითვლება საკმარის ბერკეტად სამომავლო შემთხვევების თავიდან აცილებისათვის.

ამავე კატეგორიაში