სომხურ ეკლესიასთან 101 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს

24 აპრილი 2016, 00:00 3146 ნახვა

"გვახსოვს და მოვითხოვთ" - ამ ლოზუნგით ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან მრევლი და სომხური დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ 101 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსნეს და თურქეთის რესპუბლიკისგან სომეხთა ტრაგედიის გენოციდად აღიარება მოითხოვეს. მოეწყო 1915 წელს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა. მანამდე კი აჭარაში სომეხთა სულიერმა ლიდერმა ტერ არარატ გუმბარიანმა დაღუპულთა მოსახსენიებლად სამგლოვიარო ლიტურგია გამართა. 1915 წელს მომხდარი ფაქტი გენოციდად მსოფლიოს 28 ქვეყანამ აღიარა. 

ამავე კატეგორიაში