სკაუტები აჭარაში

03 დეკემბერი 2020, 20:02 1174 ნახვა

ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ოფისში უნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში ონლაინ ტრენინგი გამართა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე იმსჯელეს.  მათი მომდევნო საერთო პროექტი „ონლაინ ბანაკი“ იქნება, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან.

კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი, რომელიც სექტემბერში დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება კოვიდ 19 -ის პრევენციაში ახალგაზრდების ჩართვას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგები  თემებზე: კოვიდ 19, ბულინგი, ნარკომანია, აზარტული თამაშები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი