ახალი სკვერი ინასარიძის ქუჩაზე

02 დეკემბერი 2020, 18:03 1161 ნახვა

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე დაიწყო ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. დაიგება მწვანე კორდი და დეკორატიული ფილები. დამონტაჟდება შადრევანი და გარეგანათების სისტემა.  

პროექტის მიხედვით დაგეგმილია სკვერის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცის მოწყობა.  პროექტის ღირებულება 832 ათას ლარს აღემატება.

ცნობისთვის უკვე დასრულებულია კობალაძის ქუჩაზე მაგისტრალური წყალარინების კოლექტორის მოწყობა. ადგილზე ამ დროისთვის გზის საფარის აღდგენა და ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში