ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

02 დეკემბერი 2020, 15:21 1077 ნახვა

ბედნიერი ვარ, რომ  საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წერს ტვიტერის პირად გვერდზე. მისი თქმით„ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს „ღია კარის პოლიტიკას“ და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში  მონაწილეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი