კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე 79 მოქალაქე დააჯარიმეს, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს, 905 ადამიანს კი ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გამოეწერათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.