ახლა პომპეზური ტაშ-ფანდურების დრო  არ არის  - თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 11:32 1572 ნახვა

ახლა, არ არის პომპეზური ტაშ-ფანდურების დრო - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  სხდომის დაწყებამდე გააკეთა. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯები მოქალაქეების დახმარების მიმართულებით უნდა გადანაწილდეს.

''ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც 7000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა  სასურსათო კალათები, ასევე მოხდება მათი უზრუნველყოფა მედიკამენებით. ფინანსთა მინისტრს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე იქნას დაორგანიზებული შესაბამისი ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში. მედიკამენტებთან დაკავშირებით თვითმმართველობებს ვთხოვთ მაქსიმალურ ჩართულობას.

მოახლოებულია ახალი წელი, რა თქმა უნდა  ახალი წელი დადგება და მნიშვნელოვანია, რომ ის კონკრეტული ღონისძიებები რომელიც არის გათვალისწინებული იყოს მინიმალური და ეს ხარჯები მაქსიმალურად გადანაწილდეს მოქალაქეების როგორც სოციალურ, ასევე სამედიცინო მიმართულებებზე. ახლა არ არის დრო პომპეზური ტაშ-ფანდურების. 

ყველა მხარჯავ დაწესებულებას და მათ შორის თვითმმართველობებს, მინდა გთხოვოთ, რომ ეს მოცემულობა გაითვალისწინოთ'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობა ბიზნესსაც დაეხმარება და იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს. ასევე შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. ,,ხოფის'' ბაზრობის მოვაჭრეებიც. 

''რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენს ღონისძიებებს, შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა მოიჯარეს, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია, როგორც  აჭარის მთავრობასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან, ან საქვეუწყებო დაწესებულებებთან მათ გადაუვადდებათ და იჯარის გადასახადი იქნება შესაბამისად გაუქმებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ხოფის'' ბაზრობის მოვაჭრეების ბედი და  როგორც პირველ ეტაპზე, ახლაც სამი თვით მოხდება გადასახადებისგან გათავისუფლება'' - განაცხადა რიჟვაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში