პოლიციამ პარლამენტთან 2 აქტივისტი დააკავა - პროტესტი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებზე

28 ნოემბერი 2020, 18:30 1097 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს. პოლიციამ დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რკინის კონსტრუქციაზე ნამგალისა და უროს დახატვა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.  ამ ფორმით, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ, აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა. მსგავსი რამ არ ეწერა საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი