დაკავება თაღლითობის ბრალდებით

27 ნოემბერი 2020, 09:31 1107 ნახვა

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ადამიანი დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაშლილი ავტომობილი თბილისში  იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი