აჭარაში COVID-19 კიდევ 475 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

26 ნოემბერი 2020, 11:07 837 ნახვა

აჭარაში COVID-19 კიდევ 475 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. ისინი რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 384 მოქალაქე. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან აჭარაში 1 000.

რეგიონში 155 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 139 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 037ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 412, აჭარაში - 1 035.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი