''ნაციონალური მოძრაობა'' საოლქო კომისიის წინააღმდეგ

19 ოქტომბერი 2016, 00:00 3535 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, გუშინ კომისიამ შემაჯამებელი ოქმები გამოაქვეყნა, რაც სასამართლოში მიმდინარე დავების დასრულებამდე დაუშვებელია. მისი ინფორმაციით, პარტიის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, კომისია კი ვალდებული იყო გადაწყვეტილებას დალოდებოდა. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ციალა შავაძის განმარტებით, შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებისას საარჩევნო კოდექსით იხელმძღვანელეს და შესაბამისად რაიმე დარღვევაზე საუბარი არასწორია.

ამავე კატეგორიაში