გიორგი შაქარაშვილის საქმე

20 ნოემბერი 2020, 12:03 1012 ნახვა

დღეს გაირკვევა, რა სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე მაია ოშხარელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ. გადაწყვეტილების გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან პატიმრების ადვოკატები. მსჯავრდადებულებს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, მოსამართლეს შეუძლია, პირებს პირობითი სასჯელი შეუფარდოს, ან სასჯელის ვადად როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური დრო განსაზღვროს.

ექვსი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლემ გასულ კვირას გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი