მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო

15 ნოემბერი 2020, 18:00 1894 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს  შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ფაშინიანმა და პუტინმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მნიშვნელობასა და კონფქლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სტეპანაკერტში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის ფორმირება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია 27 სექტემბერს მოხდა და საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შემდეგ შეწყდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი