გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2348.
სტატისტიკა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ. გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
კარანტინის რეჟიმშია - 2765, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4709, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3066