ოპოზიცია ხვალ თბილისსა და ბათუმში შეკრებას გეგმავს, სადაც კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. გრძელვადიან სამოქმედო გეგმის დეტალებზე ლიდერები ჯერ არ საუბრობენ, აღნიშნავენ რომ პროტესტი გაგრძელდება მანამდე სანამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ აღიარებს.
ოპოზიციის ლიდერები ირწმუნებიან რომ აქციაზე პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ იმ მთავარ რეკომენდაციებს რაც პირბადეს და სოციალურ დისტანციას შეეხება დაიცავენ.