ვარშალომიძის ბრალდებები

16 ოქტომბერი 2016, 00:00 3602 ნახვა

რა მიზნით იმყოფებოდნენ, წინასაარჩევნოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქართული ოცნების შტაბში.  ამ კითხვვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძე, მმართველ პარტიას მიმართავს. მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელვაჩაურის ოფისში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები არიან დაბარებულები, რაც  მისივე განმარტებით კანონდარღვევაა. ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსსის მიხედვით,  კომიისიის წევრს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება  არ აქვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ვიდეო მასალა წარმოადგინეს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქართული ოცნების შტაბში.  

ამავე კატეგორიაში