პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

03 ნოემბერი 2020, 14:55 709 ნახვა

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ასევე მოთხოვნილია მელიასათავის საქართველოს სახელწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

''აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევის ფაქტი, კერძოდ: როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 1 ნოემბერს, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - საქართველოს პარლამენტის სასახლესთან განცხადებების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოახდინა ელექტრონული მონიტორინგის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მოხსნა და მოშორება.

ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში