გლდანში ერთ-ერთ უბანთან სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა 

31 ოქტომბერი 2020, 18:20 1057 ნახვა

კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა გლდანში, ერთ-ერთ უბანთან სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები. ადგილზე იმყოფებოდა ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რომან გოცირიძე.

აღნიშნული პირი პოლიციამ ტერიტორიას განარიდა. 

''გლდანი მათთვის იყო სტრატეგიული მნიშვნელობის, ყველა გამოკითხვით ნიკა მელია იგებდა. ახლა, კობახიძის წამოცდენა, რომ ის დატოვებს პოლიტიკას თუ მელია გაიმარჯვებს, როგორც ჩანს იმდენად უგუნური იყო, რომ ამ ეტაპზე მთელი მათი ზონდერ ბრიგადები ცდილობენ, როგორმე დააშინონ ხალხი და არ მოვიდნენ რვა საათამდე არჩევნებზე'' განაცხადა გოცირიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი