თურქეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

30 ოქტომბერი 2020, 17:10 2961 ნახვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და სიმძლავრე 7,0 მაგნიტუდს შეადგენდა. მიწისძვრის ბიძგები თურქეთსა და საბერძნეთში იგრძნობოდა.

მიწისძვრას იზმირის პროვინციაში ნგრევა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დანგრეულია 20-მდე შენობა და ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი ადამიანები, ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

თურქეთის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, ბიძგები ათენამდე და სტამბოლამდე იგრძნობოდა.

მიწისძვრა მოხდა საბერძნეთშიც. იქ მიწისძვრის სიმძლავრემ 6,6 მაგნიტუდა შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი