დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, რომლებთანაც გამოვლილი წლები და წარსული გვაკავშირებს - ნიკა მელია

30 ოქტომბერი 2020, 11:59 1164 ნახვა

''უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებ. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ'' - ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი ზაალ უდუმაშვილი წერს. 

გორში მომხდარ ტრაგედიას ნიკა მელიაც ეხმაურება.

''არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას. დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ -თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი - მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს - ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ....

ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები'' - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი