შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, "მთავარი არხის" ტექნიკა, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, იპოვეს. ამ ეტაპზე კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
დააკავეს თუ არა პირები, რომლებმაც აპარატურა გაიტაცეს უცნობია. ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა დღეს დილით გაიტაცეს, როდესაც გადამღები ჯგუფი ჩართვისთვის ემზადებოდა.