ენმ -ს ბრალდება და ადრესატების არგუმენტები

14 ოქტომბერი 2016, 00:00 4075 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' 79-ე ოლქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  სასამართლოში გაასაჩივრებს. თუმცა პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ამ პროცესს ხელს უშლის ის გარეომება, რომ ოლქმა პარტიას შესაბამისი განკარგულებები არ მიაწოდა, სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა კი დღეს იწურება. ოპოზიციამ დღეს უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოუწოდა, ჩაერთონ პროცესში რათა სასამართლოში სარჩელის შეტანა შეძლონ. უსკოს ინფორმაციით, 79-ე ოლქში განკარგულებები მზად არის და პარტიისთვის ასლები ხელმისაწვდომია. ბრალდების ადრესატი, ოლქის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ პატიის წარმომადგენელმა განკარგულებები, რომლებიც თავად მოითხოვეს, დღეს დილით გაიტანეს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში