მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ,  მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა - გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:59 1805 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავმდამსხმელი დაეკავებინათ, თუმცა ისინი ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვერ გაწირავდნენ.

ვახტანგ გომელაურმა არ ისაუბრა თუ რა თანხა გადაუხადეს თავმდამსხმლეს. მან არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა რაც იყო მძევლების უვნებლად გადარჩენა შესრულებულია, ახლა მთავარი ამოცანა თავმდამსხმელის დაკავება რჩება.

"ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო მთავარი ჩვენი ამოცანა, რომელიც დავისახეთ. ეს შეთანხმებული იყო პრემიერთან, მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ დაშავებულიყო, ერთ ადამიანიც კი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, დაინახეთ, რომ იყო ეტაპობრივი გამოშვებები და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი თანამშრომელი მივიდა და შევთავაზეთ, რომ მოლაპარაკებისთვის გამოგვეყო 5 - 10 კაცი მან რა თქმა, უნდა უარი გვითხრა. შემდეგ დაგვთანხმდა 1 ადამიანზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გასწირა. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება და არც ჩემთვის იყო მარტივი ეს ადამიანი გამეშვა. ის იქიდან ან დაბრუნდებოდა ან არა. მას წამით უკან არ დაუხევია, უარი არ უთქვია და წარბი არ შეუხრია.

მან თხოვა, რომ მარტო ის გაყოლოდა, რაზეც უარი მიიღო. თავდამსხმელმა წაიყვანა მძევლებიც, 3 ადამიანი. ისინი მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის დასაკავებლად, მაგრამ ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა.

მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთმა სიტყვამაც  შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. დღეს დამთავრდა ხომ ეს ღონისძიება? პირველი ამოცანა რაც იყო ადამიანების გადარჩენა, ყველა მძევალი გავათავისუფლეთ. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავაკავოთ და დავსაჯოთ"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე მძევლებს შორის ხომ არ იყო რომელიმე თავდამსხმელის თანამზრახველი? მინისტრმა უპასუხა, რომ მუშაობენ ყველა მიმართულებით.

"ვერ დავადასტურებ რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება იქ ათი ადამიანი იყო მისი თანამზრახველი იმ 43-ში. ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება ადამიანს დააბრალო, რომელიც არ იც ი მტკიცებულებით ფორმაში"-განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის,  ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც მძევალს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი