საქართველოში გრიპის ვაქცინის 77 000 დოზა 25 ოქტომბერს ჩამოვა - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 16:09 823 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ორშაბათს საქართველოში გრიპის ვაქცინის დამატებით 110 000 დოზა შემოვა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია გაგრძელდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ შერჩეული ჯგუფი იცრება. ესენი არიან: ორსულები, ბაღების ამღზრდელები, შიდსით დაავადებულები და ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პირები, ასევე მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი მოქალაქეები.

''​პროგნოზულად კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გვექნება. უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს მონიტორინგი გრიპის და რესპირაციული ვირუსების, ჩანს ცირკულაციაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ რინო ვირუსი და ასევე კოვიდი.

გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ველით რომ იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ამიტომ რისკ-ჯგუფებს ვთხოვთ, ვისთვისაც ჩვენ პირველი პარტია 25 000 ვაქცინა შემოვიტანეთ, აიცრან. ავარჩიეთ მისთვის მაღალი რისკ ჯგუფები, როგორებიც არიან: ორსულები, ბაღის ამღზრდელები, შიდსის და ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პირები, ასევე მოხუცთა და ბავშვთა სახლები. განაწილებულია და ყველა მუნიციპალიტეტში არის, მაგრამ ამ ათ დღეში სამწუხაროდ აიცრა მხოლოდ 5000 ადამიანი.

გასაგებია, რომ მოთხოვნილება დიდია. უკვე დადასტურება გვაქვს და კვირას გვიან საღამოს ჩამოვა კიდევ 77 000 დოზა ვაქცინისა. ეს არის ოთხკომპონენტიანი. ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით განაწილდება და ეს პროცესი სამშაბათს დასრულდება და დიდი რისკ ჯგუფებიც იქნებიან აცრილები. ესენი არიან 65 წელს ზემოთ ასაკის პირები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების დაავადებები, დიაბეტიანები, სამედიცინო პერსონალი და სხვა.

კიდევ დამატებით თვის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში ჩამოვა 110 000 დოზა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 000 '' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში