საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

22 ოქტომბერი 2020, 11:04 1862 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.

სტატისტიკა მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემებით, ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში - 22803, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 9401, მათ შორის გარდაცვლილი - 178, კარანტინის რეჟიმშია - 4408, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155, ​კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1848.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში