შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება

21 ოქტომბერი 2020, 19:06 1583 ნახვა

ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება არსებული ინფორმაციით, მინისტრი, მერიის შენობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ხვდება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო ღონისძიება ტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში