ჩვენი ამოცანაა Covid-19 მოსახლეობისთვის გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს - თენგიზ ცერცვაძე

19 ოქტომბერი 2020, 19:56 1315 ნახვა

ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყოს დაბალი და COVID19 მოსახლეობისთვის გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენს წინაშე დგას ამოცანა - შეზღუდვების გარეშე შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მდგომარეობა; სიკვდილობის მაჩვენებელი იყოს ისეთი დაბალი, რომ მოსახლეობისთვის COVID19 გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს ამას ეძღვნებოდა დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც დარიგდა მკაფიო მესიჯები, თუ როგორ უნდა გახდეს ეს შესაძლებელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეფასებები, რომ გაზრდილი რაოდენობის პირობებში სიტუაციას ვეღარ ვმართავთ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მატება მოსალოდნელი იყო და ისევ წარმატებით მართვა გამოიხატება იმაში, რომ ისევ ისე დაბალია სიკვდილიანობა. არც ერთ პაციენტს არ უგვიანდება ტესტირება, პასუხი, ყველა პაციენტი შედის ექიმთან კონტაქტში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი