აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ

18 ოქტომბერი 2020, 12:12 1461 ნახვა

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. გუშინ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00 საათიდან შეწყდებოდა, გადაწყვეტილება მოსკოვში, 10 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ. 

თუმცა პირობებს არცერთი მხარე არ ასრულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი. სომხური მხარე კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველად აზერბაიჯანმა დაარღვია. ხვალ  საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი