ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყირგიზეთის პარლამენტმა დღეს მიიღო. გარდა ამისა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი სადირ ჯაფაროვი დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელიც გუშინ გადადგა, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, 4 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე გამოაცხადა.