კარტოგრაფების საქმე-როგორ მოიპოვა დავით ხიდაშელმა რუკები

14 ოქტომბერი 2020, 11:45 1193 ნახვა

პრესკონფერენციის  გამართვის ნაცვლად, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა,რომელმაც  ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადება გაავრცელა. მან ამ ფორმით გასცა კითხვებზე პასუხი, როდის  და რა მიზნით ჩამოიტანა საქართველოში რუკები, რომლებიც  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებს ეხება. ბიზნესმენი ამბობს, რომ კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.  ირწმუნება, რომ  სამშობლოს  ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ამასთან ერთ-ერთ მედია საშუალებასთან სატელევიზო ინტერვიუში  აცხადებს, რომ საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა და აღმოჩენილი რუკების 12  ეგზემპლარი, რომლებიც გააკეთა სხვადასხვა უწყებას გაუგზავნა. ხიდაშელის თქმით, ამ საკითხზე ჩვენება მან პროკურატურასაც  მისცა.  ბიზნესმენი  ინტერვიუში  ამბობს, რომ  ჯამში ქართულ მხარეს 50-მდე დოკუმენტი გადასცა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან იყო დაკავშირებული. მათ შორის, არის "როსრეესტრში" მოძიებული რუკაც,  რომლის მიხედვითაც  საზღვარი გადის ქედის ქვემოთ. რუკებს შორის განსხვავების დადგენა ხიდაშელის თქმით, მან "როსრეესტრის" კარტოგრაფიის სამსახურს სთხოვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი