კოვიდ სტატისტიკა აჭარაში

13 ოქტომბერი 2020, 11:21 1850 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 5 პაციენტი: 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

"70 წლის მამაკაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა.

78 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება.

57 წლის მამაკაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია.

73 წლის მამაკაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

68 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა"- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში  გამოჯანმრთელდა - 248 პაციენტი.

აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 542 პაციენტი, 19 არასრულწლოვანი, 23 ორსული. - რეანიმაციაში მოთავსებულია - 51 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-61.

Covid სასტუმროებში- 794, არასრულწლოვანი - 71.

აჭარაში ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი